ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

9

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს 2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს სახლი, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. იგი აქ აღმოჩნდა 1993 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომის დროს, ეს სახლი ეკუთვნოდა ძველი ხიბულას მკვიდრს კარლო ღურწკაიას. ზვიად გამსახურდია ამ სახლში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში 1993 წლის 31 დეკემბერს.

სახლი ორსართულიანია, ქვედასართული ქვისაა, ზედა ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა 12500.00 კვ. მეტრი. სახლი ძლიერ დაზიანებულია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. 2015 წელს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეისყიდა აღნიშნული აღნიშნული სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთი. ამჟამად იგი გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე, ნუგზარ შონია და საზოგადოება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით, გამოთქვამს მზაობას აღნიშნული სახლ-კარი გადასცეს სახელმწიფოს”, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here