18:00 საათის მონაცემებით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

4

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 18:00 საათის მონაცემებით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო – ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

“ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შემოსულა

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა

​იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები

რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს

​სტიქიის შედეგად საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა

ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here