“თითოეული ქართველისთვის მისი დიდგორი გრძელდება – ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისა და გაერთიანებისთვის”

17

თითოეული ქართველისთვის, ჩვენი ნებისმიერი მოქალაქისთვის მისი დიდგორი გრძელდება – ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის და იმისთვის, რომ საქართვეელომ დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი განვითარებული ქვეყნების რიცხვში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას “დიდგორობა” მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიდგორი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მთავარი გამარჯვებაა.

“დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა. ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახლმწუფოებრიობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო. დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენთვის მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი სიძლიერე, განვითარება არის ერთად დგომაში, ერთად ყოფნაში, საერთო მიზნის ქონაში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ მთავარ საწადელს, საწადელს, რომლითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს იყო მათი მთავარი ამოცანა – საქართველო ყოფილიყო ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა უწყებრივი მედლით – “დიდგორის  ჯვრით” დაჯილდოება მიულოცა უფროს ლეიტენანტ ჩიქოვანს და კაპრალ ყოლბაიას და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ხარ გამორჩეული სახმედრო და ამ ჯილდოს დიდგორის ველზე იღებ.

პრემიერ-მინისტრმა “დიდგორობის” დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, ასევე – დაესწრო კულტურულ და საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენებს.

დიდგორის ველზე პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here