ხულოში 31 წლის ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენეს

6

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 31 წლის დაჭრეს. ქალი მრავლობითი ჭრილობით ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჭრილის მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობელი, 50 წლის მამაკაცია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მიზეზი მეზობლის მიერ მოპარული მობილური ტელეფონი გახდა, რის გამოც ოჯახმა პოლიციას მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რაც თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here