“დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული”

5

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემაულეებისთვის იმ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას, რაც საქართველომ მიიღო, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრის სერგეი შამბას ინიციატივას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება.

“რა თქმა უნდა, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია,  მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა, მათ შორის საქართვლოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს სწორედ სამშვიდობო ინიციატივების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კერძოდ ვაჭრობის განვითარების,  განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე თავისუფალი გადაადგილების და სხვა“, – განაცხადა მინისტრმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here