თბილისის საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცა

7

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცეს.

ალექსანდრე ტოგონიძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რუსუდან მირზაშვილი ჩაანაცვლა.

ტოგონიძე ურბანული სამსახურის უფროსად თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მანამდე კი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here