საქართველოს ეროვნულ გვარდიას 17 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

5

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის პირად შემადგენლობას ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ. ღონისძიების დასასრულს ჯარისკაცები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს.

დღეიდან 9 თვის განმავლობაში ისინი საქართველოს ეროვნულ გვარდიაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here