ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა შეწყვიტა

25

ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა შეწყვიტა. შენობა უკვე დატოვეს როგორც დამსვენებლებმა, ასევე მომსახურე პერსონალმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან სტუმრები გაეყვანა და საქმიანობა შეეწყვიტა.

მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here