ალექსანდრე კაცმანი “ქართული ოცნების“ პიარის სამსახურის უფროსად ლაშა ნაცვლიშვილის დანიშვნას არ ადასტურებს

195

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ,,ქართული ოცნების“ პიარს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლაშა ნაცვლიშვილს აბარებენ.

„2020NEWS”-ის ზარებს ლაშა ნაცვლიშვილი ორი დღეა, არ პასუხობს, ალექსანდრე კაცმანი კი, რომელიც მმართველი გუნდის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელად ითვლება, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“, – განუცხადა „2020NEWS”-ს ალექსანდრე კაცმანმა.

“ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ასევე იყო შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილე, ამჟამად, ოფიციალურად ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ჩააბარებენ თუ არა მმართელი გუნდის პიარს მას, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here