ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

1

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადაა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნა და 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაავადა ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით. სხვა შემთხვევაში კი, აღნიშნული საქონლის ექსპორტ-იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here