“იბერიას” სკანდალის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა

15

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, რომელიც ახლა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ყიფიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს“,- წერს ლევან ყიფიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებს. ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, სადაც ყიფიანი და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ ორ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“ .

ლევან ყიფიანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2012-2015 წლებში ხელმძღვანელობდა, მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ კი კარიერა საქართველოს რკინიგზაში გააგრძელა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here