პრემიერს „იბერიასთან“ დაკავშირებულ ახალ ფარულ ჩანაწერებზე საუბარი არ სურს

9

„იბერიას“ საქმეზე „კურიერის“ გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტარისგან პრემიერმა თავი შეიკავა. ზოგადად კი განაცხადა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება დაცულია.

„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოში იმაზე, რომ საქართველოში იყოს დაცული მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედია პლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატება.

რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. მე მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ვისაუბრე და ეს არ არის ნამდვილად ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here