სტივ რასელი – ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე

21

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. კონგრესმენი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ „არჩევნებმა მოსალოდნელია განსაზღვროს – რჩება თუ არა საქართველოს რესპუბლიკა ნახევრად თავისუფალ ქვეყნად, რომელიც განაგრძობს თვითგამორკვევის გზაზე სვლას, თუ ისეთ ქვეყნად, რომელიც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას კორუფციას, რუსულ ოლიგარქიულ გავლენას, და რუსეთის დომინირებას“.

სტივ რასელმა ასევე ისაუბრა საქართველოს ისტორის განმავლობაში, ქვეყანას ხშირად უწევდა მეზობელი ქვეყნების აგრესიისგან თავის დაღწევა. კონგრესმენმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ზვიად გამსახურდიას „გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.“

სტივ რასელმა 2003 წლის „ვარდების რევოლუციაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ „საქართველო თვითგამორკვევის, დასავლეთის ჩართულობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ვაჭრობის გაუმჯობესების გზას ადგა.“ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს აბრალებს რასელი, რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიების მითვისებას.

„რუსეთმა, თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა ძალისმიერი გზებით, იქნებოდა ეს ყირიმში – უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში თუ საქართველოში, იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მონური სტატუსისთვის – მოდელი კი ყველაგან ერთნაიარია. რუსეთის თამაშები იწყება მოსკოვისადმი ერთგული ოლიგარქების მხრიდან ოპოზიციური ჯგუფებისთვის ნაღდი ფულის უშურველად უზრუნველყოფით, სეპარატისტებისადმი კეთილგანწყობის გამოხატვით, და შემდეგ ისინი უკვე გამხნევებულნი არიან გააღვივონ დაყოფა მებრძოლი რესპუბლიკების წინააღმდეგ, მოითხოვენ რა აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი ხალხის უფლებების დაცვას.“

როგორც გამოსვლაში სტივ რასელმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და მისი ინტერესების გამტარებელია და აქტიურად ცდილობს არჩევნებზე გავლენის მოხდენას. „საარჩევნო კომისიის შემადგენლობის სრული პრივატიზების პირობებში – ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მისი 98%-ი ივანიშვილის მიერ კონტროლდება – ქართველი ხალხი ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების უფლების მხრივ, შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დგას. ასეთი დაშინების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი მსოფლიოს მხარდაჭერას მოელის“ – აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენი.

სტივ რასელი მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაეხმაროს საქართველოს შემოდგომის არჩევნებზე პროცესებზე მეთვალყურეობის გაწევაში. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო კომისიას აღიდგინოს თავი წარმომადგენლობით ორგანოდ და ნუ იმყოფებს თავს მოსკოვის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კერძო მფლობელობაში.“ ამერიკელი კონგრესმენი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და დასავლეთის ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის აქტივები და ოლოგარქს იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში ადანაშაულებს.

თავისი სიტყვის დასასრულს სტივ რასელმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა: „ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ თვითგამორკვეულ თავისუფალ და უდრეკ ქართველ ხალხს, იდგეს წმინდა გიორგის სულიერების გზაზე. იყავით თავაწეულნი, მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ თავდამსხმელი დრაკონი. თქვენ მანამდეც მდგარხართ საფრთხის წინაშე.“

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here