განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 1982 წელს დაბადებული გ.შ. დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here