“ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით იქნება მიღებული”

1

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს, ხოლო გადაწყვეტილება – კონსენსუსით მიღებული.

“ახლა სიტყვა პარლამენტზეა. ისეთი ნარკოპოლიტიკა გვჭირდება, რომელიც ახალ თაობას ნარკოტიკების ზიანისგან დაიცავს და ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო მეტად მხარდაჭერილი იქნება. რაც შეეხება ცვლილებების იმ ნაწილს, სადაც საუბარია კანაფის წარმოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად გახსნილი მსჯელობა უნდა იყოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით იქნება მიღებული. როცა ეკონომიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, საზოგადოების ყველა ჯგუფის კითხვას გაეცემა პასუხი და მათი პოზიციები გათვალისწინებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება. დრო საკმარისია იმისათვის, რომ საკითხზე ვიმსჯელოთ. კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება, გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი საჩქარო არ არის.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here