ნინი ბადურაშვილი საპროტესტო აქციას უერთდება – ზღვარზე ვართ და უნდა ვიმოქმედოთ

18

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე წასვლას აანონსებს. ნინი ბადურაშვილი ფეისბუქზე წერს:

“22 სექტემბერს კანცელარიის წინ 5 საათზე გაიმართება საპროტესტოაქცია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით!

ძალიან გთხოვთ ვინც თბილისში იქნებით მოდით! მე დიდი იმედი მაქვს, ვიქნები თუ გადაღება არ დამემთხვა და არ მომიწია ქალაქ გარეთ ყოფნა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ფოლოუერებო ეს არის პრობლემა, რომელიც თუ დროზე არ მოგვარდა, უმძიმეს შედეგამდე მიგვიყვანს!

ზღვარზე ვართ და სანამ დროა, ვიმოქმედოთ, რათა ჩვენს შვილებს ვასუნთქოთ ჟანგბადი და არა ტყვიითა დაგამონაბოლქვით გაჟღენთილი საწამლავი!”

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here