სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის დაკითხვა დასრულდა

5

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ე.წ. მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა. დაკითხვიდან გამოსულმა ლევან შონიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

შონიას მედიასთან არ უსაუბრია, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან, ასევე არ პასუხობს იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა მან ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან აიღო ათი ათასი დოლარი და ამ თანხის სანაცვლოდ ბიზნესმენს უძრავი ქონების მიღებაში უნდა დახმარებოდა.

სუს-ის ინფორმაციით, მისი გამოკითხვა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ამ წუთებში კი ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას დას კითხავენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here