ანონსი

A+ A-

17 ნოემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებით, ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკი გაიხსნება.

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (კორპუსი A) ილია ჭავჭავაძის გამზირი #32

 

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

 

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისა და გამოსავალი გზების მოძებნის შესახებ, „სახალხო პარტიის“ წევრებისა და მათი თანამოაზრეების შეკრება გაიმართება.

საკონტაქტო პირი: შალვა ჩხაიძე - 595 61 10 11

 

17 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონთან" „პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციას გამართავს.