ქორწილის დღეს სიძე-პატარძალს გურიაში საწოლი მოპარეს
ქორწილის დღეს სიძე-პატარძალს გურიაში საწოლი მოპარეს

A+ A-

18:24 15/02/2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, ქორწილის დღეს, რესტორნიდან დაბრუნებულ სიძე-პატარძალს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები.

ამასთან, სიძის ოჯახი ისე გაქურდეს, რომ სახლში ვერცერთი ჩანგალი და ალუმინის თასი ვერ იპოვეს.

“მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელი, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგვხვდა სახლი. სიძე იძახდა – “სად დავწვე ახლა მეო?!” - მერე მეზობლები დავტრიალდით – ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა – ლეიბი და თეფში”, - იხსენებს ადგილობრივი მცხოვრები.