„ქართული ოცნების“ არ ეშინიათ, ამიტომაც აკეთებენ იაფასიან განცხადებებს - ლადო პაპავა
„ქართული ოცნების“ არ ეშინიათ,  ამიტომაც აკეთებენ იაფასიან განცხადებებს - ლადო პაპავა

A+ A-

×

14:58 08/03/2019

„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია არაძალადობრივი გზა, მათი არავის ეშინია და იმიტომ გახდნენ ბიზნესმენები ასეთი მამაცები“ - ასე აფასებს პროფესორი ლადო პაპავა რამდენიმე ბიზნესმენის  განცხადებას, ხელისუფების მხრიდან ზეწოლის შესახებ.

 „2020NEWS-თან“ საუბარისას,  პაპავა განმარტავს, რომ ბიზნესმენები, როგორც წესი , მებრძოლები არ არიან. „პირველ რიგში, ცოტა ისტორიაც უნდა გავიხსენოთ.  2006 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილი გამოვიდა და ბიზნესმენების შევიწროებაზე  ისაუბრა, მაშინ მას მხარი არავინ დაუჭირა. 2011 წელს, როცა  „ქართუ ბანკის“ შევიწროება დაიწყო, არც მაშინ არავის  გაუგია რომელიმე ბიზნესმენების ხმა. ბიზნესმენებს, როგორც წესი, დუმილი აწყობთ, რადგანაც ბიზნესი ორიენტირებულია, სტაბილურობაზე. ფულის შოვნა შესაძლებელია მხოლოდ სტაბილურ გარემოში “,- ამბობს ექსპერტი.

 კითხვაზე, რამ გამოიწვია რამდენიმე ბიზნესმენის გაერთიანება  , პაპავა პასუხობს, რომ მათ ხელისუფლების არ ეშინიათ.

 „ როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული პრობლემაა  დაგროვილი ბიზნეს-სექტორში , ამასთან,  მმართველი პარტიის მიმართ შიში ნაკლებია. ამიტომაც გახდნენ ბიზნესმენები მამაცები. ბადრი პატარკაციშვილს არავინ დაუდგა გვერდით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინ ყველას ეშინოდა .  იგივე სიტუაცია იყო, 2011 წელს როდესაც „ქართუ ბანკზე“ იყო შეტევა. ის, რომ დღეს ბიზნესმენები ხმას იღებენ, იმის შედეგია, რომ შიშის გრძნობა ნაკლებია, რაც ,თავისთავად, სულაც არ არის ცუდი. მეორეს მხრივ, თუკი ისინი გააქტიურდებიან, ეს საზოგადოებისთვის ცუდი არ იქნება, რადგან მთავრობას მეტი ძალისხმევა დასჭირდება პრობლემების მოსაგვარებლად“ , განაცხადა პაპავამ.

პაპავას თქმით, იაფფასიანი განცხადებებია, რომ ხელისუფლება ბიზნესს ისე ექცევა, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს.  

შეგახსენებთ , ,,ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ პოლიტიკოსებისადმი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ კი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეზე განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ რას ნიშნავს ფულის გათეთრება.