მთაწმინდაზე უკონკურენტო ვარ - მიხეილ-გელა სალუაშვილი
მთაწმინდაზე უკონკურენტო ვარ  -  მიხეილ-გელა სალუაშვილი

A+ A-

19:24 27/03/2019

მთაწმინდზე მაჟორიტარობისთვის მიხეილ სალუაშვილიც იბრძოლებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დღეს გააკეთა.

როგორც „2020NEWS-ს“ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელები არჩევანს სწორედ მასზე გააკეთებენ. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მთაწმინდის მაჟორიტარობა, მიხეილ სალუაშვილი პასუხობს, რომ მთაწმინდა დედაქალაქის გულია და,  ისტორიულად, მთავარი პროცესები და ცვლილებები სწორედ მთაწმინდიდან იწყებოდა.

„თბილისის ომი, შეიძლება ითქვას, მთაწმნიდის ომი იყო. პროცესები ლოკალიზებული იყო მთავრობის სასახლესთან. ჩემი გადაწყვეტილება მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატობაზე მეყარა კენჭი, იყო ხარკის მოხდა და სწორი გეზის და ორიენტირის შეთავაზება მთაწმნიდის მოსახლეობისთვის“.

მიხეილ სალუაშვილის თქმით , პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც გზის დაგებაზე ან დანგრეული შენობის რეაბილიტაციაზე არ უნდა იზრუნოს. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კანონების სახით ქვეყნაში სიტუაციის დალაგებაზე უნდა იფიქროს. პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ მისი ინიციატივა იქნება, სამართლიანობის აღდგენის პრინციპი.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პარტიას 50 საკანონმდებლო წინადადება გვაქვს მზად. რომელთა უდიდესი ნაწილი 2013 წლის მოწვევის პარლამენტს ჩვენ უკვე შევთავაზეთ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იგნორირებული იქნა“ -აცხადებს სალუაშვილი. მიხეილ სალუაშვილი ფიქრობს, რომ მთაწმინდის ოლქში მისი მთავარი კონკურენტი არაინფორმაციულობა იქნება.

„ჩემი მთავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში იქნება არაინფორმირებულობა, პარლამენტში უნდა აირჩეს ისეთი დეპუტატი, რომელსაც არ გააჩნია, მყარი პოლიტიკური მრწამსი. ამ თვალსაზრით, ჩვენ ყველაზე მეტად მართლები ვართ. ჩვენი პარტია 1992 წელს შეიქმნა და უკვე 28-ე წელია, რაც ვარსებობთ, ჩვენ არასრასდროს გვიღალატია იმ პრინციპებისთვის, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ჩემი კონკურენტი შალვა შავგულიძე, წლების წინ „ნაციონალური მოძრაობას“ ებრძოდა და ხელისუფლებაში სწორედ ასე მოვიდა. გადის წლები და ისინი ერთ ბანაკად გვევლინებიან. ახლა რა უნდა ვიფიქრო, შალვა შავგულიძეს გააჩნია ის პოლიტიკური პრინნციპები, რაც ყველა პოლიტიკოსს წესით უნდა ჰქონდეს? მოდით, სახელისუფლებო კანდიდატის, ლადო კახაძის პოლიტიკური წარსული გავიხსენოთ, 1998 წელს საკრებულოში "ლეიბორისტების"  სიით გასული ლადო კახაძე ერთ თვეში "მოქალაქეთა კავშირში"  გადავიდა. 2016 წელს  კი პაატა ბურჭულაძის პარტიის ეგიდით მონაწილეობდა მთაწმნიდის  არჩევნებში, რომელიც მაშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო ალიანსში. „ქართული ოცნების“ ლანძღვის მეტი იმ პარტიას არაფერი გაუკეთებია. დღეს ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. რაღაც პრინციპების ერთგულება ხომ უნდა არსებობდეს? პოლიტიკოსი უნდა გამოირჩეოდეს ბევრი კარგი თვისებებით და მათ შორის პრინციპების ერთგულებით," აცხადებს მიხეილ სალუაშვილი.

შეგახსენებთ, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარული არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.