4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების დღეა
4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების დღეა

A+ A-

22:19 03/04/2019

ხვალ , 4 აპრილს მიუსაფარ ცხოველთა დღეს , მსოფლიოსთან ერთად, საქართველოშიც აღნიშნავენ. 
ცხოველების მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნის გაადწყვეტილება 1931 წელს მიიღეს, როდესაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბუნების დაცვის მოძრაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.
ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.
1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ.