უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა
უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა

A+ A-

12:48 25/04/2019

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა გამოცემა „112 უკრაინა“ ავრცელებს. 

კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.

კანონის მიხედვით, უკრაინულ ენა ხდება ერთადერთი სახელმწიფო ენა. ენას უნდა ფლობდეს უკრაინის თითოეული მოქალაქე, მასზე უნდა საუბრობდეს ყველა ჩინოსანი და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა ხელმძღვანელი. ასევე უკრაინულად უნდა ლაპარაკობდნენ ექიმები, ადვოკატები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, მოსამართლეები და სხვები. 

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევში მას ხელს მოაწერეს.

ცნობისათვის, 2012 წელს უკრაინაში ენის შესახებ პოლიტიკის კანონი მიიღეს, რომელიც რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენების საშუალებას ამყარებდა. 2014 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმაღლესმა რადამ გააუქმა კანონი, მაგრამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ამას ხელი არ მოაწერა. კანონმა ძალა 2018 წელს დაკარგა, როდესაც ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.