დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 15 000-მდე ადამიანმა დატოვა

A+ A-

11:29 02/05/2019

დაგროვებითი საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მილიონი ლარი გადარიცხა.

ამ დროისთვის სისტემაში ჩართულია 50 000 კომპანია და 741 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 15 000-მა სქემა უკვე დატოვა, რაც სისტემაში ჩართული პირების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.

საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი.