“ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ეს კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“
“ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ეს კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“

A+ A-

20:52 07/05/2019

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ მალხაზ  მაჩალიკაშვილს დააკავებენ, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები კი მშვიდობიანად უნდა აიკეცოს.

“არავითარი საფუძველი არ მაქვს, სარწმუნოდ არ მივიღო ის ინფორმაცია, რაც დახურულ შეხვედრაზე გაახმოვანა სუს-ის უფროსმა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, ძალიან ბევრ ეპიზოდზე მივიღეთ სიღრმისეული განმარტებები, დარბაზში არცერთ დეპუტატს შეკითხვა აღარ დარჩა, რა მოხდა პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო.

ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

თუ დღეს გავრცელებული ჩააწერის ავთენტურობა დამტკიცდება, ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუმცა ვფიქრობ, ავთენტურობა ეჭვქვეშ რომ იდგეს, სუს-ი ამ განცხადებას არ გაავრცელებდა“,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატისთვის, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის შემდეგ სუსის მიერ გავრცელებული გავრცელებული განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა.

“იყო საუბარი არაერთ ფაქტზე, რაც ხსნიდა და ადასტურებდა  ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას საქართველოში. სატელეფონო ჩანაწერის ეპიზოდი ამ კოტექსტში ჯდება“,- აცხადებს ინაშვილი.

კითხვაზე, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ინაშვილი პასუხობს: “ვფიქრობ, დააკავებენ, ვფიქრობ, პარლამენტის წინ ეს კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“.