თუ “ოცნებამ“ შეცდომების დაშვება გააგრძელა, სააკაშვილი საქართველოში ფეხს მოიკიდებს - ლადო პაპავა
თუ “ოცნებამ“ შეცდომების დაშვება გააგრძელა, სააკაშვილი საქართველოში ფეხს მოიკიდებს - ლადო პაპავა

A+ A-

14:01 27/05/2019

ინტერვიუ ლადო პაპავასთან

"ნამდვილად არ მგონია, რომ  მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რაიმე პერსპექტივა აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმდენად სახელგატეხილია, რომ  მას სერიოზულად ვეღარც აღვიქვამ. თუმცა თუ "ქართულმა ოცნებამ“ შეცდომების დაშვება გააგრძელა, არ არის გამოიცხული ის, რომ სააკაშვილმა საქართველოში ფეხი უფრო მეტად მოკიდოს“,-  ამის შესახებ “2020NEWS“ - თან პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

- ბატონო ლადო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანმდებობებზე უვადოდ სანდრო გირგვლიანისა და კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლეები დაინიშნენროგორ ფიქრობთ, თანამდებობეზე ისეთი მოსამართლეების გამწესება, რომელთა მიმართ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, სასამართლო სისტემის დიკრედიტაციასა და იმ ხალხის ინტერესების უგულებელყოფას, რომელმაცოცნებახელისუფლებაში მოიყვანახომ არ ემსახურება

- ცალსახაა, რომ ის პიროვნება, რომელსაც საზოგადოებაში ნდობა არა აქვს, არ შეიძლება მოსამართლე იყოს. სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნილი საქმის განმხილველი მოსამართლეები ის ადამიანები არიან, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა დიდი ხანია დაკარგულია. ამ მოსამართლეებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ის, რომ საქმის განხილვის პროცესში მართლები იყვენენ, აღნიშულში საზოგადოების დარმწუნებას მაინც ვერ შეძლებენ. ნდობადაკარგული მოსამართლის რანგში მყოფი ადამიანი, პირველ ყოვლისა, ქართული სახელმწოფოსთვის არის დამაზიანებელი, რასაც "ქართული ოცნება" უნდა ითვალისწინებდეს.

- მაშინ, როცა ბაქოში ქართულ და აზერჯანულ მხარეებს შორის სადემარკაციო საკითხის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, მეზობელი ქვეყანა გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. როგორ ხსნით აზერბაიჯანული მხარის სრულიად გაუგებარ მოქმედებას? მეზობელი ქვეყანა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ერთგვარ ხისტ დამოკიდებულებას აჩვენებს და ტერიტორიების მისაკუთრების მიზნით, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს?

- აზერბაჯანული მხარის ქმედებას ახსნა არ აქვს. ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან დავით გარეჯის კომპლექსი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის არა მარტო რელიგიური ტერიტორიაა, არამედ ქართული იდენტობის გამოხატულებაა.  საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება არც ერთ მხარეს არ წაადგება. აქედან გამომდინარე, ისეთი გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომელიც არც ერთი მხარის ინტერესებს არ შელახავს. როცა ადრე აღნიშნული საკითხი იხილებოდა, მხარეები აპირებდნენ შექმნილიყო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გარკვეული ერთობლივი ზონა, სადაც არ იქნებოდა მკაფიოდ გავლებული საზღვარი, რათა ორივე მხარეს თავისუფლად შეძლებოდათ გადაადგილება. დღეს ასეთი შეხედულება ძალაში აღარ არის.

 - უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის  მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების გაუქმება სურს. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში  კიდევ უფრო გააქტიურდება და რევოლუციური სცენარის გზით "ქართული ოცნებისპოლიტიკური ცხოვრებიდან გაშვებისთვის ნიადაგს მეტად მოამზადებს თუ მთელ ენერგიას უკრაინის პოლიტიკურ მომავალს მოახმარს ?

- ნამდვილად არ მგონია, რომ  მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რაიმე პერსპექტივა აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმდენად სახელგატეხილია, რომ  მას სერიოზულად ვეღარც აღვიქვამ, თუმცა თუ "ქართულმა ოცნებამ“ შეცდომების დაშვება გააგრძელა, არ არის გამოიცხული ის, რომ სააკაშვილმა საქართველოში ფეხი უფრო მეტად მოკიდოს. რაც შეეხება სააკშვილის უკრაინაში დაბრუნებს, როგორც იტვიან, ის უკრაინას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ხალხისგან, რომელიც საკუთარ პრეზიდენტად კომედიანტს აირჩევს, არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. 

- სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, იოსებ გოგაშვილი, რომელსაც პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობაში ხელს პირდაპირ ადებს, 2020 წლისთვის საპარლამენტო სიაში შესვლას არ გამორიცხავს. თქვენი მოსაზრებით, მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის მქონე პიროვნების შეყვანა, რაში უნდა აწყობდეს?

- სახელგატეხილი ხალხი არც სასამართლოში შეიძლება არსებობდეს და არც პარლამენტში. დამაზიებელია თვითონ იმ ინსტიტუციისთვის, სადაც ისინი სამუშაოდ მიდიან.  ჩემთვის გაუგებარია, ასეთი გაუგებარი ადამიანები თავს აქტიურობისგან რატომ არ იკავებენ. "ქართული ოცნებისთვის“ თანამდებობებზე ოდიოზური ფიგურების დანიშვნა პრობლემას არ წარმოადგენს. ვისურვებდი,  რომ  მმართველმა პარტიამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი გონიერება გამოიჩინოს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე