მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნებისგან“ ფულს იღებს - პაატა ზაქარეიშვილი
მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნებისგან“ ფულს იღებს - პაატა ზაქარეიშვილი

A+ A-

13:00 11/06/2019

ინტერვიუ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან

“როგორც ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობის“ შემქმნელ ირაკლი ოქრუაშვილს ხმას არ მივცემ. როგორც კონფლიქტოლოგმა შემიძლია ვთქვა, რომ მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ოსური დაძაბულობისა და კომფლიქტის გაღვივებაში“,- ამის შესახებ “2020NEWS”- თან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს ირაკლი ოქრუაშვილის ჩარჩოში მოქცევა გაუჭირდება.

- ბატონო პაატა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ“ ყველა ბრალდება მოუხსნა და პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის მიზით ახალ პოლიტიკურ მოძრაობას “გამარჯვებულ საქართველოს“ ქმნის. როგორ ფიქრობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონლური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის მოძრაობა რამდენად ანარიშგასაწევი ძალა იქნება?

- ეჭვი მეპარება იმ პოლიტიკური ძალების გამარჯვებში, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის“ საყრდენს წარმოადგენდა. ირაკლი ოქრუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიისა და აგრესიული პოლიტიკის შემქმნელი იყო. როგორც ბოლო დროს არჩევნების შედეგები აჩვენებს, “ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩეველების დამოკიდებულება არასახარბიელოა. ამ ფონზე, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ სტიგმა ჯერ კიდევ შერჩა, არამგონია, რომ წარმატებას მიაღწიოს.

თუმცა, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამსვლელი ბარიერი 3%-ია, შეიძლება, იმედი აქვს, რომ ბარიერს გადალახავს. მე, როგორც ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობის“ შემქმნელ ირაკლი ოქრუაშვილს ხმას არ მივცემ. როგორც კომფლიქტოლოგმა შემიძლია ვთქვა, რომ მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ოსური დაძაბულობისა და კომფლიქტის გაღვივებაში. ოქრუაშვილი ისეთივე აგრესიულია, როგორც ადრე იყო. მას არ მოუნანიებია და არ უღიარებია მის მიერ დაშვებული არც ერთი პოლიტიკური შეცდომა. ცალსახაა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი საკუთარ მსოფლმეხველობაში რადიკალიზმსაც არ უარყოფს.

- ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციამდე ცნობილი ხდება იმ პირთა წრე, რომლებმაც პოლიტიკური ცხოვრება თავდაცის ყოფილ მინისტრს დაუკავშირეს. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორებად გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი მოიაზრებიან. როგორ ფიქრობთ, განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე პოლიტიკოსთა თანაცხოვრება წარმატებული იქნება?

- კოტე კემულარია, რომელიც ყოველთვის "ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, მშვიდი ფრთის წარმომადგენელია. გარდა ამისა, კემულარია, ოქრუაშვილისაგან განსხვავებით, დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და გაწონასწორებული პოლიტიკის მომხრე იყო. თანაც, ის რუსეთში საქართველოს ელჩი გახლდათ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დამბალანსებელის როლს ასრულებდა. ამ ფონზე, რადიკალურ ოქრუაშვილთან გაერთაინება საინტრესო შედეგის მომტანი იქნება. გუბაზ სანიკიძეს აღვიქვამ, როგორც დამოუკიდებელ პერსონას, რომელსაც საკუთარი პოზიციები გააჩნია. ის არ გაჩერდება იმ პარტიაში, სადაც მის პოზიციებს არ გაიზიარებენ. აქედან გამომდინარე, გუბაზ სანიკიძეს ოქრუაშვილის ჩარჩოებში მოქცევა გაუჭირდება.

- პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 61.83%, ხოლო ბლოკის "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17% მოიპოვა. თუკი “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობა არსებობს, მაშინ, რით ხსნით არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატთა უპირობო გამარჯვებას?

- თუ საბოლოო შედეგებით ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, გაამარჯვება ცალსახაა "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთაწმინდის არჩევნებზე ამომრჩეველთა 60% არ მივიდა, ეს უკვე პროტესტის ნიშანია. აშკარად ჩანს, რომ 60% არა მარტო "ქართული ოცნების“ წინააღმდეგია, არამედ "ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგაც იბრძვის. აშკარად ჩანს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მთლიანად მიღებელია ის პოლიტიკური იშტებლიშმენტი, რომელიც საკუთარ თავის მოსახლეობას თავაზობს.

- “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა, განაცხადა, “მთაწმინდის არჩევნება აჩვენა, “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უგებს და ვერც მოუგებს “ქართულ ოცნებას“. ელისაშვილის პათოსს იზიარებთ? და ასევე, როგორ ფიქრობთ, არჩევნებში რა არის "ქართული ოცნების“ მთავარი წარმატების ფორმულა - “ნაციონალური მოძრაობა“ ?

- “ნაციონალური მოძრაობა“ არაფერი არ არის. "ნაციონალური მოძრაობა“ ნულია. ამ პარტიის ამოცანა "ქართული ოცნების“ დამარცხება კი არ არის, მისი მიზიანი მუდმივად ოპოზიციაში ყოფნაა. მთელი უბედურება ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე "ქართულ ოცნებას“ აშანტაჟებს. "ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს უნიკალურად გაურიგდნენ, იმისთვის, რომ ხელისუფლება გაიყონ. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნებისგან“ ფულს იღებს, რათა ის ილაპარაკოს, რაზეც ხშირად აპელირებს. სააკაშვილი იმდენად შტერი არაა, რომ არ ესმოდეს, მისი საფრთხობელა "ნაცმოძრაობას“ როგორ ძირავს. აშკარაა, "ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ოცნების“ თამაშსს თამაშობს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე