ბიძინა ივანიშვილს ერთკაციან პარტიებთან გარიგება გაუჭირდება - ლადო პაპავა
ბიძინა ივანიშვილს ერთკაციან პარტიებთან გარიგება გაუჭირდება - ლადო პაპავა

A+ A-

13:55 01/07/2019

ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემასზე გადასვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ოპოზიცია ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ნულპროცენტიანი პარტიერის არსებობის შემთხვევაში, ერთკაციანი პარტიების ყიდვა და შექმნა შეეძლებაო.

პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერს ათი ერთპროცენტიანი პარტიის ყიდვა იმაზე უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ორი 5%-იანი პარტიის, რადგან ბევრ ერთკაციან პარტიასთან გარიგება რთული იქნება“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

როგორც ლადო პაპავა აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 3%-იანი ბარიერით ჩატარება ოპტიმალური ვერ იქნება.

“ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების გამო, 2020 წელის არჩევნები 3%-იანი ბარიერის პირობებში არ უნდა ჩატარდეს. ასევე, მივესალები იმას, რომ პარტიებს ბლოკებად გაერთიანება აღარ შეეძლებათ. 0%-იანი ბარიერითა და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება, ბევრ ახალ პოლიტიკოსს, რომლებსაც უნდათ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩდნენ, აძლევს შესაძლებლობას სხვა პარტიებს კი არ მიეკერონ, არამედ თვითონ შექმნან პოლიტიკური ძალები და 2020 წლისთვის ერთი ან ორი საკუთარი წარმომადგენლი პარლამენტში თავად შეიყვანონ. აქედან გამომდინარე, ჭრელი პარლამენტი სულაც არ არის ცუდი“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 0%-იანი ბარიერის პირობებში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.