"Euronews"-ი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს
"Euronews"-ი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

A+ A-

12:31 24/07/2019

ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი "Euronews“-ი საქართველოში მაწყებლობას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაცია "2020NEWS“-ს კომპანია სილქნეტიდან აცნობეს.

როგორც კომპანია „სილქნეტში” აცხადებენ,   "Euronews“-ი  სილქნეტის  პარტნიორი ხდება,

საქართველოში „ევრონიუსის“ შემოსვლასთან და აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით,"Euronews"-ი და  სილქნეტი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელს ხვალ მოაწერენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი არხი არის ევრონიუსის ფრენჩაიზინგი; კონტენტი შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი სიაახლეებისგან; ევრონიუსს და „ევრონიუს საქართველოს“ ექნებათ საერთო კონტენტი; არხი დამოუკიდებელია. სარედაქციო საბჭო ჩამოყალიბდება და გაკონტროლდება "Euronews"-ის მიერ“.

საქართველოში"Euronews"-ის შემოსვლასთან და აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით პრესკომფერენცია ხვალ 12:00 საათზე „რედისონში“ გაიმართება. პრესკომფერენციაზე ისაუბრებენ სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი და "Euronews"-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიშეკ პეტერსი. ასევე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსი, მედია, მედია ექსპერტები და არასამთავროგო ორგანიზაციები.

ცნობისთვის,„ ევრონიუსი“ ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც წვდომის კუთხით მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს. „ევრონიუსი“ მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.