ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც ბაზარი თვითონ არეგულირებს - ალავიძე
ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც  ბაზარი თვითონ არეგულირებს - ალავიძე

A+ A-

17:03 30/07/2019

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც  ბაზარი თვითონ არეგულირებს.

“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე“, აცხადებს ალავიძე. 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა და  ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება:

„დარწმუნებული ვარ, ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება”, - აცხადებს ალავიძე.