ლევან ჯიქურის ემოციური შეხვედრა ოჯახის წევრებთან (ვიდეო)
ლევან ჯიქურის ემოციური შეხვედრა ოჯახის წევრებთან (ვიდეო)

A+ A-

18:31 08/10/2019

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ჯიქური ციხეში შიმშილობდა. ოჯახის ინფორმაციით, მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.