“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

A+ A-

15:32 09/10/2019

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა პარლამენტში მეორედ დაარეგისტრირა.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა.

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ , რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლანის ოჯახს, საზოგადოებას არ აქვთ კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ინიციატივას საგაზაფხულო სესიაზე კენჭი ერთხელ უკვე უყარეს, თუმცა, საკითხი ჩავარდა.