არ ვფიქრობ, რომ მაჩალიკაშვილთან შეხვედრა აუცილებელი იყო - თადუმაძე
არ ვფიქრობ, რომ მაჩალიკაშვილთან შეხვედრა აუცილებელი იყო - თადუმაძე

A+ A-

21:37 09/10/2019

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე არ თვლის საჭიროდ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდეს. მან ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააჟღერა.

მოქალაქის კითხვა იყო: „წელიწადზე მეტია, გენერალური პროკურორი ხართ და ამ დრომდე რატომ არ შეხვდით მალხაზ მაჩალიკაშვილს?“.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, მისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოცია ცნობილია. მაჩალიკაშვილს მანამდე შეხვდა პირადად, სანამ გენერალური პროკურორი გახდებოდა. მისი თქმით, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახის ადვოკატს კი, საქმის გამომძიებლებთან და პროკურორებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

„მე მალხაზ მაჩალიკაშვილს შევხვდი მანამ, სანამ ვიქნებოდი გენერალური პროკურორი. მე ვიცი მისი პოზიცია, ვიცი საქმის მასალები. საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე მოქმედებები ხორციელდებოდა ისეთი, რომ ჩემი შეხვედრა ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან იქნებოდა აუცილებელი. ამიტომ არ მიმიღია მასთან შეხვედრის გადაწყვეტილება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.