აზარტული თამაშებიდან მოგება 14 მილიარდია, თვითმკვლელობების რიცხვი კი იზრდება - დედები რეკლამის აკრძალვას ითხოვენ
აზარტული თამაშებიდან მოგება 14 მილიარდია, თვითმკვლელობების რიცხვი კი იზრდება - დედები რეკლამის აკრძალვას ითხოვენ

A+ A-

15:51 30/10/2019

საქართველოში აზარტული თამაშების მოყვარულთა, ანუ ლუდომანთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. როგორც “2020NEWS“-თან ინტერვიუში, არასამთავრობო ორგანიზაციის  “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა, თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, ყოველდღიურად ონლაინ-კაზინოებში  3 ათასი ექაუნთი იქმნება.

ყოველდღიურად არამარტო ლუდომანისტთა რიცხვი მატულობს, არამედ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების  ცხოვრების ფატალური შედეგებით დასრულების შემთხვევებიც.  ივლისიდან  ოქტომბრამდე 17-მა ლუდომანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა . მათ შორის, სამწუხაროდ, აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერიძე.  

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერიძე თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული.  როდის მოგმართათ სანდრომ ამ პრობლემით?   

_ სანდრო 8 თვის წინ დამიკავშირდა და მითხრა, რომ მოთამაშე იყო. მას სჭირდებოდა ჩვენი თანადგომა და იმ დღიდან დავიწყეთ ურთიერთობა. სანდრო სერიოზულად იბრძოდა  გადარჩენისთვის.  როცა მას ვესაუბრებოდი, მივხვდი, რომ  აზარტულ თამაშებს პერიოდულად თამაშობდა.  ვურჩიე, ფსიქოლოგთან მისულიყო. ის ასეთ რაღაცას ამბობდა: „მსიამოვნებს, რომ ვთამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებ თუ წავაგებ, მე ვთამაშობ“.  ვარწმუნებდი,  რომ  გადარჩებოდა.  მთავარი იყო, ჩვენთვის ხელი არ გაეშვა.

სანდრო კონტროლის ქვეშ იყო. ბოლოს მითხრა, რომ კარგად გრძნობდა თავს, თუმცა, ჩანდა, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოწერილ წამლებს არ სვამდა. ბოლოს, 20 ოქტომბერს ვესაუბრე, ლუდომანები ტყეში მიმყავდა და მინდოდა, რომ წამეყვანა, მაგრამ არ წამოვიდა. ხმა ძალიან დათგრუნებული ჰქონდა... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. არ ვიცი, რა თანხაზე იყო საუბარი.

_ თუ გაქვთ სტატისტიკური  მონაცემები აზარტული თამაშების გამო რამდენმა მოიკლა თავი?

_ ბოლო მონაცემებით, ივლისიდან  დღემდე, თვითმკვლელობის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

_ რამდენენი წელია, რაც თქვენი არასამთვრობო ორგანიზაცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში რამდენი ლუდომანია გაწევრიანებული?

_ მიჭირს კონკრეტული რიცხვის თქმა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრია გაწევრიანებული. ბევრს სურვილიც აქვს გაწევრიანების, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო ვერ მოდიან.  ჩვენთან კონსულტაცია ფასიანია და რომელ ლუდომანისტს აქვს ფული,  კონსულტაციაში გადაიხადოს? ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რაც ყველაზე ძვირადღირებულია, იმაში ჩაიდოს ქველმოქმედება. ახალგაზრდებს განვითარებისა და სიციცხლის უფლება უნდა მივცეთ. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა.

კვლევების თანამად, 24 საათში 3 ათასამდე იუზერი იხსნება. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, სკოლის მოსწავლეების 28% თამაშობს აზარტულ თამაშებს და 17 წლიდან ზევით 90%. ეს არის კატასტროფული შედეგი.

_ გენდერული თვალსაზრისით თუ არის იუზერებში სხვაობა?

_ საერთოდ არაა სხვაობა. ამ მხრივაც კატასტროფული მდოგომარეობა გვაქვს. 2016 წლის კვლევის მიხედვით, 15-16 წლის გოგო თუ არ თამაშობს, ცუდ ხასიათზეა. ლუდომანია ყველაზე ძნელად ქალებშია მოსარჩენი. ცნობისთვის, ონლაინ-თამაშებში 12 წლიდან ერთვებიან.

_ რატომ არის რთული ქალებში განკურნება?

_ ქალის ფსიქიკა უფრო ძლიერია და თამაშზე უფრო მიჯაჭული ხდება.

_ ცნობილია, რომ  არასრულწლოვანებისთვის აკრძალულია აზარტული თამაში და როგორ ახერხებენ?

_ გადასარევად შეიძლება. პირადობის ნომერს შეიყვან და დარეგისტრირდები.

_ როდესაც თქვენთან მოდიან, რას ამბობენ, რამ უბიძგათ აზარტულ თამაშებში ჩართვისკენ?

_ ამას რეკლამა განაპირობებს, რომელიც არის აგრესიული. აზარტული თამაშების რეკლამა ყველგან გხვდება.

_ თქვენთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებიდან თუ  ვინმე განკურნებულა?

_ რა თქმა უნდა, თუმცა, ისინი  საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შედეგად, ფსიქოლოგებისსა და  მეგობრების დახმარებით  ახერხებენ გამოჯანმრთელებას. მკურნალობას დაახლოებით   6 თვიდან 2 წლამდე პერიოდი მაინც სჭირდება.

_ თქვენ ხართ ინიციატორი საკანონმდებლო პროექტის, რომ აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალოს. რა ეტაპზეა ახლა თქვენი ინიციატივა?

_ კანონპროექტი დარეგისტრირებულია, მაგრამ თაროზეა შემოდებული. ჩვენი ორგანიზაცია მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს  კომიტეტებში მოსმენა  რეკლამების აკრძალვასთან დაკავშირებით. პროექტი ჩაგვიგდეს და ახლა ხელახლა ვითხოვთ განხილვას.

_ როგორ ფიქრობ რატომ აგდებენ თქვენს ინიციატივას და ვინ დგას ამის უკან?

_ სათამაშო ბიზნესი, რომლის ბრუნვაც 14 მილიარდია და ბიუჯეტში შედის 330 მილიონი. მათ ლობისტები ჰყავთ და კაზინიონების  მფლობელების სახელები საჯარო რეესტრში ჩვეულებრივ იძებნება.

_ კაზინოები რომ აიკრძალოს, იატაკქვეშა კაზინოები მაინც  გაჩნდება...

_ ამაზეც გვაქვს ნაფიქრი და ნამუშევარი. ჩვენი კანონპროექტი ევროპის გამოცდილებით გავამყარეთ. აზარტული თამაშების გაკონტროლება მშვენივრად შეიძლება. აზიურ ქვეყნებში საერთოდ  აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პუტინი ოკუპანტია, მან ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ამხელა ქვეყანაში კაზინოებისთვის 4 ლოკაცია გამოყო.