საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

უნდა ვისწავლოთ ერთმანეთი ატანა - შოთა დიღმელაშვილი რუსთაველზე შეკრებილებს მიმართავს
უნდა ვისწავლოთ ერთმანეთი ატანა - შოთა დიღმელაშვილი რუსთაველზე შეკრებილებს მიმართავს

A+ A-

16:25 17/11/2019

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მიმართავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი თქმით, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა, საქართველო ყველა მოწალაქისა და ყველას აქვს არსებობის უფლება.
"უნდა ვისწავლოთ ერთმანეთი ატანა, არ მოგვწონს ერთმანეთი? არც ერთი ადამიანი არ გვყავს გასარიყი, არც დასაკარგი, ცოტანი ვართ, გვჭირდება ერთმანეთი, ვერავის ერთმანეთის სიყვარულს ვერ დავაძალებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა. საქართველო არის ყველა მოქალაქის. აქ ყველას აქვს არსებობის უფლება, თუ ვინმეს ვინმე არ მოგწონთ, კეთილი ინებეთ და აიტანეთ" - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

მისი თქმით, ამ პლატფორმამ მოახერხა, რომ ერთად გამოეყვანა ერთმანეთის მტრები.

"ამ პლატფორმამ მოახერხა, რომ ერთად დაესვა ერთმანეთის მტრები. აქ დგას ყველა. შევქმენით დიდი საზოგადოებრივი თანხმობის ფორმატი. ყველა ერთად დგას, ერთის წინააღმდეგ" - აცხადებს დიღმელაშვილი.

პარლამენთან საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

მსგავსი თემები