პიკეტირება კონსტიტუციის ფარგლებში იქნება - გიორგი ვაშაძე
პიკეტირება კონსტიტუციის ფარგლებში იქნება - გიორგი ვაშაძე

A+ A-

16:36 17/11/2019

კონსტიტუციის ფარგლებში იქნება პიკეტირება და დაუმორჩილებლობა.  ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ჩვენია და არა ივანიშვილის,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა აქციის მონაწილეების ის მოთხოვნა, რომელსაც ისინი ხელისუფლებას უყებენ.

"ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა - დროებითი მთავრობა ჩაატარებს შემდეგ არჩევნებს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი. გამოქვეყნდება სტრატეგია, თუ როგორ ვაფართოვებთ წინააარმდეგობის არეალს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ