პროპორციულ არჩევნებს, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოუცხადა ბოიკოტი და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია - იაგო ხვიჩია
პროპორციულ არჩევნებს, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოუცხადა ბოიკოტი და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია - იაგო ხვიჩია

A+ A-

16:40 17/11/2019

პროპორციულ არჩევნებს, საქართველოში მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოუცხადა ბოიკოტი და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ვიცი, რომ აქ ბევრი ადამიანია ვისაც არც მე და არც ჩემი პარტია არ მოსწონთ, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის აქცია სადაც ყველას ერთმანეთი არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები ქუჩაში გაგვაკეთებინა და ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნების სისტემას ანუ "ქართული ოცნების" გარდა" ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა ეს სისტემა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები გრძელდება.