მე დავთხარე ბავშვებს თვალი? არ შევალ პარლამენტში - სოფო ქაცარავას შემცვლელმა მანდატზე უარი თქვა
მე დავთხარე ბავშვებს თვალი? არ შევალ პარლამენტში - სოფო ქაცარავას შემცვლელმა მანდატზე უარი თქვა

A+ A-

22:13 22/11/2019
ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც ”ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, სოფო ქაცარავას ნაცვლად უნდა შესულიყო პარლამენტში, დეპუტატის მანდატზე უარი „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
 
ქაშაკაშვილი ”ევროპული საქართველოს” ლიდერის, აკაკი ბობოხიძის ნათქვამმა გააბრაზა.
 
დებატების დროს ბობოხიძემ მას უთხრა, რომ ”ოცნებამ” თვალები დათხარა ბავშვებს.
 
”მე დავთხარე თვალები? აი, ახლა უარს ვამბობ პარლამენტში შესვლაზე. კენჭს ვიყრი მაჟორიტარად. დამოუკიდებელ მაჟორიტარად და ისე შევალ პარლამენტში,”- განაცხადა აღელვებულმა ქაშაკაშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში.
 
შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფო ქაცარავამ უმრავლესობა და დეპუტატის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც ”ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.