კახი კალაძეს თბილისში რუსული "გაზელის" მიკროავტობუსები შემოჰყავს?!
კახი კალაძეს თბილისში რუსული "გაზელის" მიკროავტობუსები შემოჰყავს?!

A+ A-

15:45 05/12/2019

არასამთავრობო ორგანიზაციის „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა „2020NEWS“-თან ინტერვიში განაცხადა, რომ თბილისის მერიას “თბილსის მიკროავტობუსების“ კომპანიის ჩასაცვლებლად, უკვე ახალი კომპანია ჰყავს მოძიებული. მესხისშვილის თქმით, ეს კომპანია თუ რუსული „გაზგრუპია“, ქვეყნისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება იქნება, რადგან  მტერულად განწყობილი ქვეყნის ბიზნესკომპანიებს აქ ხელშეწყობა არ უნდა ჰქონდეთ.  

დავით მესხიშვილი: მერიამ უკეთ იცის მიკროავტობუსების ჩანაცვლება,  როგორ უნდა  მოხდეს.  საინტერესოა, ხელშეკრულებაში რა უწერია და რა ვალდებულებას იღებდა თავისთავზე “თბილისის მიკროავტობუსი“.  ჩვენ ვხედავთ რეალობას, რომ მიკროავტობუსების მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას უძლებს. ალბათ, კომპანიას ეტაპობრივად უნდა ეზრუნა ავტოპარკის განახლებაზე, რაც არ მომხდარა.

რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებიც არის რის, მაგალითად, ინფლაცია, რამაც ხელი შეუშალა ავტოპარკის განახლებას. ასევე საწვავის ფასების ზრდა და ა.შ, მაგრამ ამას ახსნა მაინც არ აქვს. ადრე თუ გვიან, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ეს საკითხი დადგებოდა, რადგან კრიტიკას ვეღარ უძლებს ე.წ. “მარშრუტკების“ მდგომარეობა. 

ამავდროულად, თბილისის მერიის განცხადებები იმ ეჭვის საფუძველს მაძლევს, რომ “თბილისის მიკროავტობუსის“ ბედი გადაწყვეტილია. ალბათ, ხელშეკრულება გაწყდება. სავარაუდოდ, ახალი კომპანიაც შერჩეულია.

 მთავარი, აქ არის რამდენიმე გამოწვევა,  რამდენად სამართლიანი იქნება ახალი  კომპანიის შერჩევა. მეორე - ხომ არ მოხდება ფასების ზრდა. მესამე - რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ, ერთხელ ქალაქის მერმა გააკეთა პრეზენტაცია ე.წ ქართული მიკროავტობუსის, რომელიც ვითომ  საქართველოში უნდა აეწყოს. სინამდვილეში ეს არის რუსული „გაზგრუპი“ და მათი წარმოებული “გაზელი“ .  21-ე საუკუნეში ამის გაკეთება  ძალიან მიუღებელია.

ეს მიკროავტობუსები აღარ უნდა იყოს,  ეს ცალსახაა, მაგრამ მეორეა, რამდენად სამართლიანად მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა.

-რატომ არის  თქვენთვის  მიუღებელი  “გაზგრუპის“  მიკროავტობუსების  შემოყვანა?

- ჯერ ერთი, „გაზგრუპი“  რუსეთის ფედერაციის კომპანიაა. რაც მთავარია, კერძო კომპანია კი არაა, არამედ - სახელმწიფოსია. არ ვუჭერ მხარს მტერი სახელმწიფოს ბიზნესს აქ.  არ მინდა მათზე დამოკიდებული ვიყოთ.  საქართველ,ო რუსეთზე ბიზნესის მხრივ, ნაწილობრივ დამოკიდებულია და არ მინდა, კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდეთ. გარდა ამისა, “გაზელია“ ძალიან დაბალი დონის სატრანსპორტო საშუალებაა. ეს მოდელი  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის. სამარცხვინო იქნება, რომ 21-ე საუკუნეში რუსული “გაზელებით“ მოხდეს დედაქალაქში მგზავრების გადაყვანა.

-ბატონო დავით, მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ჩანაცვლების პროცესში ყველაფერი განიხილება, გარდა მგზავრობის ფასის გაზრდა. თუმცა, “თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიაში საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, მგზავრობა 20-30 თეთრით გაძვირდეს. მგზავრობის  საფასურის გაზრდა რამდენად მძიმედ აისახება მოსახლეობის  ჯიბეზე ?

-მოსახლეობას ეს ძალიან დაარტყამს. არ მგონია, თბილისის მერიაში  ეს არ ესმოდეთ.  უგუნური ქმედება იქნება, რომ მერიამ ამხელა დარტყმა მიაყენოს კომპანიას იმ ფონზე, ანუ ფასები გაზარდოს, თუ სხვა კომპანიით არსებულის ჩანაცვლების ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, მაქვს ეჭვი, რომ  უკვე შერჩეულია ასეთი კომპანია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს “თბილისის მიკროავტობუსი“ და ეს შეტევაც ამიტომ განხორციელდა. ეს დარტყმა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დაახლოებით ერთ კვირაში,  “მიკროავტობუსის“ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდება. ამიტომ ვფიქრობ, ფასების გაზრდას თავად კომპანია ვერ მოასწრებს.

თუმცა, თუ ალტერნატიული კომპანია მოძიებული არ აქვს მერიას, ამ შემთხვევაში შეიძლება, კომპანიამ ფასები გაზარდოს, თუნდაც, ბაზარზე ერთი ან ორი თვე დარჩეს. ამ პერიოდში ეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი სარგებელი ნახოს.

 სინამდვილეში, მერიას ჩანაცვლების პროცესზე  დიდი ხანია ნამუშევარი აქვთ. სავარაუდოდ,  შერჩეულიც არის უკვე კომპანია. წინაღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე არაა, მაშინ ეს შეტევა არის უგუნური ქმედება, რადგან გამოიწვევს ფასების ზრდას.

_ ბატონო დავით, ჩვენთან ინტრვიუში თბილისის საკრებულოს ოპიზიციის წევრმა განაცხადა, რომ კახა კალაძე “თბილისის მიკროავტობუსის“  კომპანიას, საკუთარი ბიზნეს - კომპანიით ანაცვლებს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხზე?

_ ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომაც კონკრეტულად ვერ ვიტყვი. მაგრამ ხომ გეუბნებით, რომ ჩემი ეჭვი ისაა,  კომპანია უკვე შერჩეულია. სხვა შემთხვევაში ასეთი შეტევის განხორციელებას ახსნა არ ექნებოდა.

 ვნახოთ, შემდეგ სამართლიანად როგორ იქნება. თუმცა, იმედს გამოვთქვა, რომ ეს “გაზგრუპის“ “გაზელები“ არ იქნება. პროცესს უნდა დავაკვირდეთ. ერთ კვირაში გამოჩნდება კონკრეტული კომპანია და შემდეგ უკვე შეგვიძლია, დავადგიოთ, ვინ არიან და მფარველობს თუ არა თბილისის მერი ერთ რომელიმე, კონკრეტულ კომპანიას.

_ და ბოლოს, იმ შემთხვევაში თუ მგზავრობის საფასური გაიზრდება, შეიქმნება თუ არა სატრანსპორტო ქაოსი?

_ იმ შემთხვევაში თუ ფასები გაზირდება, პრაქტიკულად, მგზავრების გადაყვანის პარალიზება მოხდება. ამას მარტივი მიზეზი აქვს, მგზავრობის საფასურის ზრდა ყოველთვის იწვევს სურვილს, რომ მოიძებნოს ალტერნატიული და იაფი საშუალება. ვნახეთ, როდესაც ტაქსებზე საფასური გაიზარდა მთელი ნაკადი მიკროავტობუსებს დააწვა. ახლა, თუ მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური გაიზარდა, მთელი ეს ნაკადი დააწვება მეტროსა და ავტობუსებს.

აღსანიშნავია, რომ საკმარისი რაოდენობის ავტობუსები არ დადიან ქალაქში. ვხედავთ, რომ ახლების შეძენა კი ხდება, მაგრამ ავტობუსების საერთო რაოდენობა არ იზრდება. ჯერჯერობით, ძველი ავტობუსების ჩანაცვლება მიმდინარეობს. მეტრო ხომ ისედაც პარალიზებულია. ასე რომ, ფასების ზრდა კიდევ მეტ კრიზისს გამოიწვევს.