მეუფე პეტრე ცაავა ახალი სკანდალისთვის ემზადება და ონლაინ-გამოცემას აფუძნებს
მეუფე პეტრე ცაავა ახალი სკანდალისთვის ემზადება და ონლაინ-გამოცემას აფუძნებს

A+ A-

20:21 05/12/2019

ჭყონდიდის ყოფილი  მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ონლაინ-გამოცემას აფუძნებს. ამ გამოცემის მეშვეობით იგი აპირებს საპატრიარქო სხვადასხვა დანაშაულებებსა და ცოდვებში ამხილოს. აღნიშნული ინფორმაცია "ფორმულა ნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი და ეს ინფორმაცია თავად პეტრე ცაავამაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, მასალები წინასწარაც დამონტაჟდება, რაშიც პეტრე ცაავას ეპარქიიდან მასთან ერთად წამოსული იღუმენია თამარ გამყრელიძე დაეხმარება. იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის.

საპატრიარქოში ამ საინფორმაციო ომზე საპასუხოდ მზადყოფნას აცხადებენ