კალაძეების ოჯახში ნაძვის ხე აინთო
კალაძეების ოჯახში ნაძვის ხე აინთო

A+ A-

11:08 06/12/2019

მსოფლიო 2020 წლის დადგომისთვის ემზადება, მათ შორის თბილისიც. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ დედაქალაქს საახალწლოდ იტალიური ნაძვის ხე დაამშვენებს. დაპირებული ნაძვის ხე ჯერ არსად ჩანს. მაგრამ თბილისის ქუჩები ნელ-ნელა საახალწლო განათებებით ირთვება. 

სამაგიეროდ, თბილისის მერმა საახალწლო სამზადისი ოჯახში დაიწყო. სახლი უკვე მორთო საახალწლოდ. კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ფოტო გამოაქვეყნა. დიზაინერმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ნაძვის ხის აწყობისას სისადავეზე აქცენტი გააკეთა.