ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

A+ A-

12:32 06/12/2019

ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და  მისი სახელობის დარბაზი გაიხსნა. გახსნაზე  წიგნის „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“  პრეზენტაცია გაიმართა.

ჟვანიას სახელობის დარბაზში ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველი საზოგადოება იმ ღირებულებების და ხედვის ერთგულია, რაც ზურას ჰქონდა – დასავლური ღირებულებების, ქვეყნის განვითარების გზის ერთგული. სირთულეებისა და ძალიან მწვავე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა გავივლით ამ გზას“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი მისმა მეუღლემ ნინო ქადაგიძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ გახსნეს.

​ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.