ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა გუნდში სამსჯელოდ გამოვიდა - კარლო კოპალიანი
ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა გუნდში სამსჯელოდ გამოვიდა - კარლო კოპალიანი

A+ A-

14:28 06/12/2019

“ქართული ოცნების“ დეპუტატი კარლო კოპალიანი  “2020NEWS“ -თან “ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ საუბრობს, რომლის შემდეგ ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე მუშაობა დაიწყეს.

როგორც კოპალიანი აცხადებს, აღნიშნული სახის შეხვედრაში თავად მონაწილეობა არ მიუღია.

“პარტიის თავმჯდომარესთან რა დონის შეხვედრა იყო, არ ვიცი. შეიძლება, იყო კონკრეტული შეხვედრა დიმიტრი ხუნდაძესთან და გუნდის სხვა წარმომადგენლებთან. ასეთი სახის შეხვედრა ჩემთან არ ყოფილა. ეს საკითხი (იგულისხმება საკანონმდებლო ინიციტივა) ამ შეხვედრის შემდეგ გამოვიდა სამსჯელოდ გუნდში. ეს კარგი პროცესია. ბევრ  პარლამენტში ვარ ნამყოფი და  მართლა სასიამოვნოდ მიკვირს, რომ ასე თავისუფლად შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

შეგახსნებთ, დღეს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უმრავლესობის სხდომა  გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2014 წლიდან მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი განიხილეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე