ქარელში, 22 წლის ბიჭმა დის ქმარი მოკლა
ქარელში, 22 წლის ბიჭმა დის ქმარი მოკლა

A+ A-

15:20 06/12/2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდამ დის ქმარი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

როგორც  "2020NEWS" -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ცნობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.