ბურჯანაძეს არანაირი ბოდიში არ მოუხდია - პარტია რუსულ მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
ბურჯანაძეს არანაირი ბოდიში არ მოუხდია - პარტია რუსულ მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

A+ A-

18:01 06/12/2019

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ ნინო ბურჯანაძის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, არანაირი ბოდიში მას არ მოუხდია, ვინაიდან არ თვლის, რომ გავრილოვთან დაკავშირებით რამე საბოდიშო ჰქონდა. პარტიის ლიდერის თქმით, ერთადერთი, რაც მან გავრილოვთან დაკავშირებით თქვა, იყო ის, რომ მან მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა. ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ უთქვამს ქართულ მედიასთან, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში თავისი ნებით არ ჩამჯდარა. ეს გაიმეორა მან კოსაჩოვთან შეხვედრაზეც“, - აცხადებენ პარტიაში.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. 5 დეკემბერს ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა. 

დღეს კი რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფომაცია, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა.