საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სუს-ში დაიბარეს, თუმცა, გვარამიამ იქ მისვლაზე უარი განაცხადა.
სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გვარამიას სუს-ის წარმომადგენლები დაკითხავენ.
პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით გვარამიას „ფეისბუქ სტატუსს“.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.