საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები ჰყავს - კახა კალაძე
საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები ჰყავს - კახა კალაძე

A+ A-

16:09 11/12/2019

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ჯართან დაკავშირებით საუბრობს.

კალაძის თქმით, საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები ჰყავს.

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე, რადგან ის გახლავთ მთავარსარდალი. გვყავს ჯარი, ღირსეული ჯარისკაცები, გმირები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან ძალიან წარმატებული სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ  მინდა, თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, განსხვავებულიკონტექსტი იყო მთლიანად რომ შევხედოთ ამ განცხადებას. ამასთან დაკავშირებით თვითონ ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეათა -„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“,  აღნიშნა პრეზიდენტმა.