ქართულ ჯარს ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოუხადოს - არჩილ გამზარდია
ქართულ ჯარს ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოუხადოს - არჩილ გამზარდია

A+ A-

17:14 11/12/2019

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ქართულ ჯარს ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოუხადოს.

„პრემიერმა ისე თქვა პრეზიდენტის განცხადებაზე, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართულ ჯარსო, დადგეს და თუ კაცი ჰგონია გახარიას თავი, ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვოს ბოდიში, მისი რეკომენდებული და დანიშნული პრეზიდენტია ზურაბიშვილი და პლუს შემდეგ თავადაც და მთელმა ხელისუფლებამ აქეთ მოგვიხადოს ყველას ბოდიში“, - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც ექნება.