ქართულად აზროვნება უჭირს  - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ გააქტიურდა
ქართულად აზროვნება უჭირს  - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ გააქტიურდა

A+ A-

18:25 11/12/2019

მმართველი პარტიის დეპუტატები “2020NEWS” -თან ღიად საუბრობენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, დაუჭერენ  თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.  იმპიჩმენტის შესახებ საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მთავარსარდალმა განაცხადა, რომ „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, რევაზ არველაძემ  ”2020NEWS“- ს განუცხადა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს დაუჭერს.

“ადრე ვთქვი, თუ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყება, მე მის გადაყენებას მხარს დავუჭერ-თქო და იცით რატომ ?! იმპიჩმენტი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანს კონსტიტუცია აქვს დარღვეული ან დანაშაული აქვს ჩადენილი.

იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მაშინ  გამოდის, რომ აღნიშნულს სამართლებრივი საფუძველი ექნება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის კი არა, ნებისმიერი ადამიანის იმპიჩმენტს დავუჭერ მხარს.  ბოლოს და ბოლოს საქართველოში უნდა დადასტურდეს ის, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნაირია,  პრეზიდენტიც და რიგითი მოქალაქეც“, - გვითხრა  არველაძემ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, მხარს არ უჭერს. როგორც კახაძემ “2020NEWS” -ს განუცხადა, ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს.

“იმპიჩმენტთან დაკავშირებულ თემას არ ავყვები. ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც მიილტვის დემოკრატიისა და საერთაშორიო ასპარესზე სახელის დამკვირებისკენ. ასეთი პოლიტიკური რყევები ქვეყნას არ აწყობს. მე სალომე ზურაბიშვილის ინპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუატატი თეიმურაზ ჭკუასელი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ  სალომე ზურაბიშვილს ქართულად აზროვნება უჭირს. მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა კი არალეგიტიმურია.

“სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერ. ზურაბიშვილი არ გულისხმობდა იმას, რომ ჯარი არ გვყავს. ეტყობა, სალომე ზურაბიშვილს ქართულად აზროვნება უჭირს“, - გვითხრა თეიმურაზ ჭკუასელმა.

შეგახსენებთ,  გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი სკანდალური განაცხადება გააკეთა. მისი თქმით, “საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე