ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას დილის 7 საათზე დაიწყებს
ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას დილის 7 საათზე დაიწყებს

A+ A-

21:10 11/12/2019

”ჩვენ მივალთ დილის 7 საათზე, რომ არ შევუშვათ პარლამენტში ესენი. თუ შესვლა უნდათ, დილის 5 საათზე უნდა მივიდნენ. ვნახოთ, ვინ მივა დილის 5 საათზე. დისკომფორტს ვუქმნით, აბა, ილუზია კი არ გვაქვს, რობოკოპებს მოვერევით. მორალურ დარტყმას მივაყენებთ. ”ოცნება” ჩასაძირად განწირული გემია. ეს პიკეტირება მორალურად გამტეხი იქნება ივანიშვილისა და მისი კლოუნების”,- განაცხადა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სატელევიზიო ეთერში.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას მოახდენს.